პარლამენტი კანონში ცვლილებების მიღებას დაჩქარებული წესით გეგმავს

საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა პირადობის მოწმობებსა და პასპორტებში მითითებული დაბადების თარიღი მათივე დაბადების აქტების ჩანაწერებში და დაბადების მოწმობებში მითითებული დაბადების თარიღისგან განსხვავდება, პარლამენტი სპეციალურ კანონს მიიღებს.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების

თანახმად, 1-ელი მაისიდან დაბადების სხვადასხვა თარიღის მქონე პირებზე გაიცემა დოკუმენტები, რომლებშიც იგივე დაბადების თარიღი იქნება მითითებული, რომელიც 2024 წლის 1-ელ მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში იყო აღნიშნული.

ამასთან, პროექტში მითითებული იქნება, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობაზე ან საქართველოს მოქალაქის ახალ პასპორტზე დატანილი ჩანაწერი (დაბადების თარიღი) არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის გაუქმების საფუძველი.

პროექტის ავტორების თქმით, ახალი კანონის მიღება პასპორტისა თუ პირადობის მოწმობის აღებისას მოქალაქეების პრობლემებს მოაგვარებს. ადრე დაბადების მოწმობასა და პასპორტში თარიღებს შორის შეუსაბამობა აჩენდა კითხვებს დოკუმენტის ნამდვოლობის შესახებ და შეიძლება გამხდარიყო მისი გაუქმების მიზეზი.